Wednesday, July 4, 2018

ჯვაროსნული ლაშქრობები


გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა-ჯვაროსნული ლაშქრობები
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ხუროშვილი სოფიო, 36001010115
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო, VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:10,არ არიან სსსმ მოსწავლეები
გაკვეთილის თემა: ჯვაროსნული ლაშქრობები
გაკვეთილის მიზანი: ჯვაროსნული ომების გამომწვევი მიზეზების ახსნა;
ისტორიულ წყაროებზე მუშაობის საჭირო ინფორმაციის დახარისხების უნარების განვითარება;
მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების უნარების განვითარება.
შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის, შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მოსწავლეთა პროვოცირება მასწავლებლის მიერ–კითხვებით: რა ვიცით ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ? ვინ იყვნენ რაინდები?
კითხვა–პასუხი
მთელი კლასი

5 წუთი
2
მასწავლებლის მინი ლექცია სლაიდის ჩვენებით
მინი ლექცია
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
5 წუთი
3
მოსწავლეები გაიყოფიან სამ ჯგუფად და მოამზადებენ პრეზენტაციას
I ჯგუფი–პირველი პერიოდი
II ჯგუფი–მეორე პერიოდი
III ჯგუფი–ლაშქრობების შედეგები
პრეზენტაცია
ჯგუფური
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, რუკები
10 წუთი
4
ჯგუფები წარადგენენ პრეზენტაციას
პრეზენტაცია
ჯგუფური
კომპიუტერი, პროექტორი
15 წუთი
5




მოსწავლეები ერთმანეთის ნამუშევრებს


ურთიერთშეფასება
ჯგუფური
ქაღალდი, კალამი
5 წუთი



6
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აფასებს მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკის გამოყენებით
აძლევს საშინაო დავალებას მოამზადონ პრეზენტაცია სასულიერო სარაინდო ორდენებზე
შეფასება
მთელი კლასი

5 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს;
         ირჩევს ერთ-ერთ ბრძოლას (ან საომარ კამპანიას) და წერილობით მსჯელობს მასში მხედართმთავრის როლზე;
         კლასში სიმულაციური თამაშის დროს ცდილობს დიალოგის მეშვეობით გამოძებნოს რომელიმე კონფლიქტის მოგვარების გზები;
         კლასში ჯგუფური მუშაობისას ადარებს ერთი და იმავე ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის საომარ კულტურას (დამოკიდებულება ტყვეთა, დაჭრილთა, დაღუპულთა მიმართ);
         ასახელებს მაგალითებს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან,  როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა;
         ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა კონფლიქტის (სამოქალაქო დაპირისპირების, რევოლუციის, ომის) გამომწვევ სოციალურ მიზეზებს (მაგ.:  საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და რუსეთის  1917 წ. რევოლუციების);


შეფასება:
კრიტერიუმები
3–5
6–7
8–10
გონებრივი იერიში
ვერ აკავშირებს თემას წინა გაკვეთილთან
ნაკლებად აქტიურია,  უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა
პასუხები ზუსტად შეესაბამება დასმულ კითხვებს
ჯგუფური მუშაობა
პასიურია ჯგუფში
თანამშრომლობს ჯგუფთან
აქტიურია ჯგუფური მუშაობის დროს, თანამშრომლობს ჯგუფთან
პრეზენტაცია
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
ნაწილობრივ შეესაბამება მისი პასუხები პრეზენტაციის მოთხოვნებს
აკეთებს პრეზენტაციას, სწორად პასუხობს დასმულ კითხვას, იცავს დროის ლიმიტს,  აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფთან
საკუთარი არგუმენტების ჩამოყალიბება–დაცვა დასაბუთება
არ შეუძლია თემასთან დაკავშირებული არგუმენტების ჩამოყალიბება
ნაწილობრივ აყალიბებს არგუმენტებს, მაგრამ არ შეუძლია მისი დაცვა–დასაბუთება
შეუძლია სწორად ჩამოაყალიბოს არგუმენტები, იცავს და ასაბუთებს მას


ხელმოწერა: ს. ხუროშვილი
თარიღი:

No comments:

Post a Comment